კომპანია ბაზარზე მიმდინარე სახელწოდებით შემოვიდა 2021 წელს, მაგრამ დაკომპლექტებულია ლოგისტიკის ყველა სექტორში სპეციალიზებული ჯგუფით, გუნდის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარი და საიმედო სახელის დამკვიდრება არა მხოლოდ ლოკალურ კომპანიებს შორის, არამედ საერთაშორისო დონეზე.
პრაიდექსი გთავაზობთ ლოგისტიკური მომსახურებების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს როგორც მცირე,ასევე არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით.
კომპანია პრაიდექსი მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ასევე არარეზიდენტ დამკვეთებს. ჩვენს სეგმენტს წარმოადგენენ – იმპორტ/ექსპორტით დაკავებული ყველა იურიდიული პირები და სამთავრობო სექტორები.
ჩვენი უპირატესობები:
- სწრაფი რეაგირება მომხმარებლის მოთხოვნებზე
- მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი
- ოპტიმალური ფასები
- სანდოობა